ლომისის მონასტერთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი ადამიანი გაათავისუფლეს
ლომისის მონასტერთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი ადამიანი გაათავისუფლეს

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი ადამიანი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა მამათა მონასტრის ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი დააკავეს. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით იყვნენ დაკავებული. არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

დატოვე კომენტარი