რუსმა სამხედროებმა სოფელ ბერშუეთის ორი მკვიდრი დააკავეს

12:34, 21.06.2018

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ ბერშუეთის ორი მკვიდრი დააკავეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მომხდარის შესახებ ინფორმაციას დაკავებულთა ოჯახის წევრები ავრცელებენ.

მათი თქმით, 27 წლის გოჩა ბერიანიძე და 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი სოფლის სალოცავში წავიდნენ და მათი დაკავება ამ დროს მოხდა.

 

მსგავსი