სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 36 ზუგდიდში დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 407 ადამიანს ჩაუტარდა, ვირუსი 63 პირს დაუდასტურდა. აქედან 36 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, შვიდი წალენჯიხაში, ექვსი ფოთში, ხუთი შემთხვევა გამოვლინდა მესტიაში, ოთხი სენაკში, ასევე ოთხი შემთხვევა არის დადასტურებული ჩხოროწყუში, ერთი კი ხობში დაფიქსირდა.
პაციენტების ნაწილი კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები არიან, ნაწილი კი ახალი შემთხვევებია.
ამასთან, ამ ეტაპზე, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 127 კოვიდინფიცირებული, მათგან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუხის კლინიკაში გამოჯანმრთელდა ათი პირი, მათგან ცხრა ზუგდიდელია, ერთი კი ჩხოროწყუს მაცხოვრებელია.
ამასთან, კორონავირუსით გარდაცვლილი 81 წლის ქალბატონი იმერეთის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში მკურნალობდა. ქალბატონს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მოხუცი ჩხოროწყუს მკვიდრი იყო.
ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ გაავრცელა.