ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსისგან 85 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

13:43, 17.11.2020

ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსისგან 85 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა. პაციენტი ჰოსპიტალში სენაკიდან 6 ნოემბერს გადაიყვანეს. მას ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ხველა აღენიშნებოდა, ასევე ჰქონდა ორმხრივი პნევმონია.

,,ახლა უკეთ ვგრძნობ თავს, მაღალი ტემპერატურა მქონდა, სუნთქვა მიჭირდა. ექიმებმა, ყველაფერი გააკეთეს, რაც შესაძლებელი იყო, რის გამოც მათ მადლობას ვუხდი. ახალგაზრდებმა ექიმების რჩევები უნდა გაითვალისწინონ “ ,- აცხადებს გამოჯანმრთელებული პაციენტი.

მსგავსი