სამართალდამცველებს საშუალება არ ეძლევათ, დაკავებული სააკაშვილი ტერიტორიიდან გაიყვანონ
სამართალდამცველებს საშუალება არ ეძლევათ, დაკავებული სააკაშვილი ტერიტორიიდან გაიყვანონ

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სამართალდამცველებს საშუალებას არ აძლევენ, დაკავებული სააკაშვილი ტერიტორიიდან გაიყვანონ.

ოდესის ოლქის გუბერნატორი დაკავების შემდეგ, სამართალდამცველებმა ავტომობილში ჩასვეს, თუმცა ვერ ახერხებენ, რომ აღნიშნული ტერიტორიიდან გაიყვანონ, ვინაიდან სააკაშვილის მხარდამჭერებს გზა გადაკეტილი აქვსთ და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს წინააღმდეგობას უწევენ.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ავტომობილს, სადაც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორია, მხარდამჭერებმა ქვები ესროლეს და მის გადმოყვანას შეეცადნენ.

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორი დღეს კიევში, საკუთარ სახლში დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სახლის სახურავზე ავიდა, საიდანაც გადმოხტომით იმუქრებოდა. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახურავიდან ფორმიანმა პირებმა ჩამოიყვანეს.

სპეცდანიშნულების რაზმი კიევში, სააკაშვილის სახლთან დილიდან იყო მობილიზებული.