უკრაინული მედია - მიხეილ სააკაშვილი სახურავიდან სამხედრო ფორმიანმა პირებმა გაიყვანეს (ვიდეო)

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახლის სახურავიდან სამხედრო ფორმიანმა პირებმა გაიყვანეს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კიევში, სახლის სახურავზე იყო.

უკრაინაში, საქართველოს ექსპრეზიდენტის სახლთან სპეცრაზმი დილიდან იყო მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის მხარდამჭერებიც.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა.