სოციალურ ქსელში რესტორან SULUGUNI-ს ფოტოები ვრცელდება, სადაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

17:52, 12.02.2018

სოციალურ ქსელში რესტორან SULUGUNI-ში მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან რამდენიმე წუთში გადაღებული ფოტოები ვრცელდება.

მომხმარებლების განცხადებით, ფოტოზე ის მაგიდაა ასახული, საიდანაც მიხეილ სააკაშვილის აიყვანეს.

შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში „სულგუნი“ დააკავეს. სოციალურ მედიაში სააკაშვილის დაკავების ვიდეომასალაც გავრცელდა.

მსგავსი