უკრაინული მედიის ცნობით, კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს
უკრაინული მედიის ცნობით, კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სააგენტო Strana.ua ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მიხეილ სააკაშვილის  დღეს, კიევის დროით დაახლოებით 15:00 საათზე აიყვანეს.

ამასთან, ამავე ინფორმაციას ავრცელებს სააკაშვილის თანაგუნდელი დავით საყვარელიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ შვიდწამიან ვიდეოში ჩანს, რომ რესტორანში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ფორმიანი პირები შევიდნენ.

როგორც გამოცემა strana.ua წერს, მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა დარინა ჩიჟმა განაცხადა, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი სადილობისას დააკავეს.