რესტორნის თანამშრომელი – მიხეილ სააკაშვილი სამზარეულოდან ცდილობდა გაქცევას, თუმცა ვერ მოასწრო

18:23, 12.02.2018

როდესაც ფორმიანი პირები შემოვიდნენ, მიხეილ სააკაშვილი სამზარეულოდან ცდილობდა გაქცევას, თუმცა ვერ მოასწრო, – ამის შესახებ უკრაინულ მედიას რესტორან SULUGUNI-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა.

მისი თქმით, დაკავების დროს სააკაშვილი ყვიროდა.

„ის კიბეებიდან ჩამოიყვანეს. ვერაფრის გაკეთება მოასწრო“, – ყვება რესტორან SULUGUNI-ს ​თანამშრომელი.

შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI  დააკავეს. სოციალურ მედიაში სააკაშვილის დაკავების ვიდეომასალაც გავრცელდა.

მსგავსი