მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გაძევების უკანონოდ ცნობას ითხოვს
მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გაძევების უკანონოდ ცნობას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილმა კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოსგან პოლონეთში გაძევების უკანონოდ ცნობას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მოპასუხე მხარეებად მითითებულია სახელმწიფო მიგრაციული სამსახური, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

სააკაშვილი სასამართლოს სთხოვს, უკანონოდ აღიაროს შესაბამისი სტრუქტურების ქმედებები მისი პოლონეთში რეადმისიასთან დაკავშირებით. ამას გარდა, ის სთხოვს სასამართლოს, სახელმწიფო მიგრაციულ სასახურს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება დაავალდებულოს.

12 თებერვალს უკრაინის სახელმწიფი სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავა და პოლონეთში გააძევა.