საფრანგეთში კვლავ საპროტესტო აქციები და გაფიცვაა დაგეგმილი. როგორც „ევრონიუსი“ წერს, პროფკავშირებმა უკვე მოუწოდეს დასაქმებულებს, შეუერთდნენ საყოველთაო გაფიცვას, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს. ამის მიზეზი საპენსიო რეფორმაა, რომელიც პენსიაზე გასვლის ასაკის გაზრდას ითვალისწინებს.
პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, საპენსიო ასაკი არის წითელი ხაზი, რომელიც მთავრობამ გადაკვეთა, რის გამოც აქციები გაგრძელდება.
დემონსტრაციების დაგეგმილია საფრანგეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის პარიზშიც. გაფიცვის გამო შეფერხებით იმუშავებს რკინიგზა. 17 დეკემბერს საფრანგეთის ჩქაროსნული მატარებლების მხოლოდ 25%-ი შეასრულებს დაგეგმილ რეისებს.
პარიზში აქცია გაიმართება რესპუბლიკის მოედანზე. საფრანგეთის დედაქალაქში, გაფიცვის გამო, პარიზის მეტროს რვა ხაზი არ უმუშავებს. შეფერხებებია მოსალოდნელი ავიამიმოსვლაშიც.
საპროტესტო აქციები დაგეგმილია ლიონში, მარსელში, ტულუზასა და სხვა ქალაქებშიც.