საფრანგეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია, პარიზში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
საფრანგეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია, პარიზში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საფრანგეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია. „სიენენის“ ინფორმაციით, პარიზში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და აქციის 30-მდე მონაწილე განყოფილებაში დაკითხვის მიზნით გადაიყვანა.

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს პარიზში, მარსელში, ტულუზასა და ნიცაში.

აქციის მონაწილეები საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ. გაფიცვაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, მასწავლებლები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების თანამშრომლები და სხვა სექტორებში დასაქმებულები მონაწილეობენ.

ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული გეგმის მიხედვით, საპენსიო ასაკი ორი წლით – 64 წლამდე უნდა გაიზარდოს.

გაფიცვის გამო საფრანგეთის ქალაქებში პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. პარიზში დახურულია მეტროსადგურების ნაწილი.