სტუდენტის თვითმკვლელობის მცდელობას საფრანგეთში აქციები მოჰყვა
სტუდენტის თვითმკვლელობის მცდელობას საფრანგეთში აქციები მოჰყვა

საფრანგეთში სტუდენტის თვითმკვლელობის მცდელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა.

22 წლის ახალგაზრდამ ლიონში საჯაროდ დაიწვა თავი. ამის მიზეზად მან ფინანსური პრობლემები დაასახელა და პასუხისმგებლობა ფრანგ პოლიტიკოსებსა და ევროკავშირს დააკისრა. ახალგაზრდა, რომელსაც სხეულის 90 პროცენტი დამწვარი აქვს, ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია.

სტუდენტის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, საფრანგეთის ქალაქებში ათასობით ახალგაზრდამ საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრაციები ჩატარდა ლილში, ლიონსა და პარიზში. სტუდენტები აცხადებენ, რომ საფრანგეთში ახალგაზრდების უფლებები სათანადოდ არ არის დაცული.