მარსელის მერი მოვაჭრეებს, რომელთა ბიზნესიც არეულობის დროს დაზიანდა, ორი მილიონი ევროს დახმარებას ჰპირდება
მარსელის მერი მოვაჭრეებს, რომელთა ბიზნესიც არეულობის დროს დაზიანდა, ორი მილიონი ევროს დახმარებას ჰპირდება

მარსელის მერი ქალაქის მოვაჭრეებს, რომელთა ბიზნესიც არეულობის დროს დაზიანდა, ორი მილიონი ევროს დახმარებას ჰპირდება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

საფრანგეთის ქალაქ მარსელის მერმა, ბენუა პაიანმა თქვა, რომ თანხა გამოიყოფა „გამონაკლისი“ სიტუაციის მოსაგვარებლად.

„მაღაზიები აუცილებელია მარსელში მცხოვრები ხალხის ყოველდღიური არსებობისა და ჩვენი ქალაქის დინამიზმისთვის. ჩვენი როლია, ვიყოთ მათ გვერდით და ვიცი, რომ ასევე შემიძლია, საზოგადოების იმედი ვიქონიო, რომ ჩვენთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ამ ძალისხმევაში“, – ნათქვამია მარსელის მერის განცხადებაში.