პარიზში საყოველთაო გაფიცვის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პარიზში საყოველთაო გაფიცვის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

პარიზში საყოველთაო გაფიცვის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინციდენტი პარიზში, ლიონის სარკინიგზო სადგურზე მოხდა. მომიტინგეებმა ფოიერვერკები აანთეს, შედეგად სარკინიგზო სადგურის შენობა კვამლით გაივსო.

ანალოგიური აქციები გაიმართა პარიზის სამხრეთისა და ჩრდილოეთის სარკინიგზო სადგურებზეც.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, გაფიცულებს უახლოეს ხანში საფრანგეთის ნავთობგადამამუშავებელ სექტორში დასაქმებულებიც შეუერთდებიან. ისინი ქარხნების დახურვით იმუქრებიან.

შეგახსენებთ, საფრანგეთში საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო გაფიცვა და აქციები უკვე თითქმის 20 დღეა, გრძელდება.

მორიგი მასშტაბური დემონსტრაცია საფრანგეთში 9 იანვარს არის დაგეგმილი.