პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მასშტაბური ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.
ხანძარი ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის სახურავზე აღმართული სვეტი და საათი. ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გაჩენა მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.
პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი მდებარეობს კუნძულ სიტეზე, რომელსაც ქალაქის ცენტრში მდინარე სენას ორი შენაკადი ქმნის.