პარიზში, ერთ-ერთ სარკინიგზო სადგურზე ხანძარი გაჩნდა
პარიზში, ერთ-ერთ სარკინიგზო სადგურზე ხანძარი გაჩნდა

პარიზში ლიონის სარკინიგზო სადგური იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მეხანძრეები აცხადებენ, რომ ხანძარს აკონტროლებენ. პოლიციამ სადგურიდან მგზავრების ევაკუაცია განახორციელა და მოქალაქეებს მოუწოდებს, სადგურთან მიახლოებას მოერიდონ.

პროფკავშირები აცხადებენ, რომ ცეცხლი სავარაუდოდ განზრახ გააჩინეს. როგორც ისინი აცხადებენ, ხანძარი გააჩინეს ადამიანებმა, რომლებიც ამ ტერიტორიასთან ახლოს მდებარე არენაზე დაგეგმილი კონგოელი არტისტის, ფალი იპუპას კონცერტის გამართვას აპროტესტებდნენ.

კონგოლები, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობენ, ხშირად გამოდიან იმ არტისტების წინააღმდეგ, რომლებიც წარმოშობით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან არიან და რომელთაც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ ჯოზეფ კაბილასა და მისი მემკვიდრის მომხრეებად მიიჩნევენ.

„ფრანს პრესის“ ცნობით, უცნობმა პირებმა ცეცხლი ნაგვის ყუთებს და მოტოციკლებს წაუკიდეს.

პოლიცია მომხდარის მიზეზს ჯერ არ ასახელებს.