საფრანგეთის ხელისუფლება – ხანძრის მიზეზებზე საუბარი ჯერ ნაადრევია
ხანძრის მიზეზებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, – ეს განცხადება საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში გააკეთეს. მათი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ასზე მეტი მეხანძრე. ისინი ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობენ.
თვითმხილველების თქმით, ხანძარი ჯერ არ ჩამქრალა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან მივიდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი.