საფრანგეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან მივიდნენ
საფრანგეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან მივიდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან მივიდნენ. ინფორმაციას ტელეკომპანია „ბი-ეფ-ემი“ ავრცელებს.

ადგილზე მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის ოპერაცია. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის სახურავზე აღმართული სვეტი და საათი. ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გაჩენა მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი მდებარეობს კუნძულ სიტეზე, რომელსაც ქალაქის ცენტრში მდინარე სენას ორი შენაკადი ქმნის. არსებული ცნობებით, საგანგებო სამსახურებმა ხანძრის გამო კუნძულიდან ხალხის სრული ევაკუაცია განახორციელეს.