ნოტრ-დამის ხანძრის წლისთავზე, „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში ჩართული ექიმების მხარდასაჭერად ტაძრის მთავარ ზარს დარეკავენ

14:31, 15.04.2020

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მასშტაბური ხანძრიდან ერთი წელი გავიდა. ამის აღსანიშნავად, დღეს, საღამოს რვა საათზე ტაძრის მთავარ ზარს დარეკავენ, ნიშნად გამძლეობისა და „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში ჩართული ექიმების მხარდაჭერისა.

ზარის დარეკვასთან ერთად, პარიზის მოქალაქეები საკუთარი აივნებიდან ექიმებისთვის ტაშის დაკვრას აპირებენ.

ნოტრ-დამის აღდგენა ჩვენი ხალხის გამძლეობის და იმის სიმბოლოა, რომ ჩვენ შეგვიძლია, გასაჭირი დავძლიოთ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

მისი ვარაუდით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას ხუთი წელი დასჭირდება.

მსგავსი