მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მხოლოდ 50 პროცენტის აღდგენა მოხერხდეს
მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მხოლოდ 50 პროცენტის აღდგენა მოხერხდეს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იმდენად მყიფეა, რომ შესაძლოა, მხოლოდ 50 პროცენტის აღდგენა მოხერხდეს. ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაძრის აღდგენითი სამუშაოები 2021 წლამდე ვერ დაიწყება.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი აპრილში გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოიშალა ტაძრის სახურავი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

დატოვე კომენტარი