საფრანგეთი Google-სა და Apple-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
ამერიკულ კომპანიების, Google-სა და Apple-ის წინააღმდეგ საფრანგეთი სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
საფრანგეთის ხელისუფლება აღნიშნულ კომპანიებს კომერციული პრაქტიკის დარღვევაში ადანაშაულებს.
საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამერიკული კომპანიები დამწყები ბიზნესებისთვის და ე.წ. დეველოპერებისთვის საკონტრაქტო პირობებს ცალმხრივად აყენებს.
„Google-ს და Apple-ს კონტრაქტების გადაწერა ცალმხრივად შეუძლიათ. ეს არ არის ეკონომიკა, რომელიც ჩვენ გვსურს. კომპანიებს პარიზის კომერციულ სასამართლოში ვუჩივლებთ“, – აღნიშნა ბრუნო ლე მაირმა.