ახალი iPhone 14 და ყველა სხვა მოწყობილობა, რაც Apple-მა სპეციალურ ღონისძიებაზე წარმოადგინა
ახალი iPhone 14 და ყველა სხვა მოწყობილობა, რაც Apple-მა სპეციალურ ღონისძიებაზე წარმოადგინა

კომპანია Apple-მა სპეციალურ ღონისძიებაზე ახალი მოწყობილობები წარმოადგინა — ახალი iPhone-ები, Apple Watche-ები და AirPod-ები. გთავაზობთ სიახლეების მოკლე შეჯამებას.

ახალი iPhone-ები

Apple-მა არა ორი, არამედ ოთხი ახალი iPhone წარმოადგინა — iPhone 14, iPhone 14 Plus, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max.

iPhone 14-ს 6.1-ინჩიანი დისპლეი ექნება, iPhone 14 Plus-ს კი 6.7-ინჩიანი. ორივე მათგანი იმუშავებს ბიონიკურ ჩიპ A15-ზე, რომელიც პირველად შარშან, iPhone 13 Pro-ში ვნახეთ. მოდელებს აქვთ 12-მეგაპიქსელიანი წინა კამერა (რომელსაც კომპანია ახლა „ძირითად“ კამერას უწოდებს) უკანა მხარეს მოთავსებული დიდი სენსორით; 12-მეგაპიქსელიანი კამერაა სახის მხარესაც, რომელსაც ახალი ავტოფოკუსი აქვს უკეთესი და სწრაფი სელფებისთვის.

iPhone 14-ის ფასი 799 დოლარიდან დაიწყება, iPhone 14 Plus-ის კი 899 დოლარიდან. წინასწარი შეკვეთები 9 სექტემბრიდან გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ ორივე მოდელიდან აშშ-ში ამოღებულია ფიზიკური SIM ბარათი და ისინი მხოლოდ ელექტრონულ eSIM-ზე იმუშავებენ.

ამ მოდელთა მსგავსად, iPhone Pro-სა და iPhone Pro Max-საც 6.1 და 6.7-ინჩიანი დისპლეები ექნებათ, მაგრამ რა თქმა უნდა, არის სხვაობები.

  • ორივე Pro მოდელი იმუშავებს ახალ ჩიპზე, რომელსაც A16 Bionic-ი უწოდეს.
  • სახის მხარეს არსებული კამერა Apple-მა კიდიდან მოხსნა და დისპლეიში განათავსა, დიზაინის ახალ ელემენტში, რომელსაც „დინამიკური კუნძული“ უწოდა.

  • პირველად iPhone-ის ისტორიაში, ორივე Pro მოდელს ექნება ყოველთვის ჩართული დისპლეი.
  • გარე სივრცის 2000-ნიტიანი სიკაშკაშე დიდად გააუმჯობესებს ხილვადობას გარე სივრცეებში.
  • ამ მოდელების უკანა მხარეს სამი ლინზაა მოთავსებული: 48-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა, 12-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო ლინზა და 12-მეგაპიქსელიანი ულტრაფართო ლინზა, რომელსაც, Apple-ის განცხადებით, იმაზე გაცილებით მკაფიო ფოტოების გადაღება შეუძლია, ვიდრე ოდესმე.

iPhone 14 Pro-ს ფასი 999 დოლარიდან დაიწყება, iPhone 14 Pro Max -ის კი 1099 დოლარიდან.

ახალ iPhone-ებს ექნებათ გადაუდებელი თანამგზავრული კავშირი. თუკი საფრთხეში აღმოჩნდით ისეთ ადგილას, სადაც არც wifi და არც მობილური კავშირია, ახალი iPhone-ებს შეეძლება დაუკავშირდეს თანამგზავრებს და გააგზავნოს საგანგებო შეტყობინებები და გაფრთხილებები. კომპანიის განცხადებით, თანამგზავრული სერვისი პირველი ორი წლის განმავლობაში უფასო იქნება, მაგრამ არ ასახელებს ფასს ამ პერიოდის შემდეგ.

ახალი Apple Watche-ები

ერთი შეხედვით, Apple Watch Series 8 ძლიერ ჰგავს მის წინამორბედ Series 7-ს. თუმცა, შიგნით მრავალ სიახლეს მალავს.

  • ტემპერატურის სენსორთა წყვილს შეუძლია, თვალი ადევნოს თქვენი სხეულის ტემპერატურის დროთა განმავლობაში ცვლილებებს.
  • უფრო მძლავრ სენსორთა კომპლექტს შეუძლია დააფიქსიროს თუკი ავარიაში მოყვებით და დამოუკიდებლად დაიწყოს საგანგებო სამსახურებთან დაკავშირება.
  • Apple-მა ასევე წარმოადგინა Apple Watch Ultra, რომელსაც გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს.

ახალი AirPods Pro

AirPods Pro-ს წარმოების დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, დღეს გამოჩნდა ახალი ვერსიაც. რა სიახლეებით გამოირჩევა?

  • ახალი, მცირე დახარვეზების აუდიოდრაივერი და გამაძლიერებელი უკეთესი ხმისთვის.
  • თუკი ღრმა კამერის მქონე iPhone გაქვთ, შეგეძლებათ მისი გამოყენებით, თქვენი ყურის ფორმის მიხედვით შექმნათ „პერსონალიზებული სივრცული აუდიოპროფილი“.

  • ხმის ჩამხშობი, რომელიც Apple-ის განცხადებით, ახლა ორჯერ უფრო ეფექტიანია.
  • ერთი დამუხტვით 6-საათის განმავლობაში მოსმენა; დამატებითი 30 საათის მოსმენისთვის საჭირო მუხტი აქვს ჩასადებს.
  • ჩასადების ძირში ჩაშენებულია სპიკერი, რომელიც შეიძლება გააქტიურდეს, რათა ადვილად იპოვოთ, თუკი მაგალითად, დივანში ჩაგივარდებათ.
  • ჩასადების დამუხტვა Lightning კაბელის გარდა, ასევე შესაძლებელი იქნება Apple Watch-ის დამტენით.