Google აცხადებს, რომ იმ სარეკლამო დამკვეთებისა და Youtube-ზე კონკრეტული კონტენტის შემქმნელების ანგარიშების დემონეტიზაციას განახორციელებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებებს უარყოფენ
Google აცხადებს, რომ იმ სარეკლამო დამკვეთებისა და Youtube-ზე კონკრეტული კონტენტის შემქმნელების ანგარიშების დემონეტიზაციას განახორციელებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებებს უარყოფენ

კომპანია Google აცხადებს, რომ იმ სარეკლამო დამკვეთებისა და Youtube პლატფორმაზე კონკრეტული კონტენტის შემქმნელების ანგარიშების დემონეტიზაციას განახორციელებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებებს უარყოფენ.

„დღეს ჩვენ ვაჟღერებთ მონეტიზაციის ახალ პოლიტიკას რეკლამის განთავსების მსურველებისთვის და Youtube პლატფორმის კონტენტის შემქმნელებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დამკვიდრებულ მეცნიერულ კონსენსუსს კლიმატის ცვლილებების არსებობისა და მიზეზების შესახებ“, – განაცხადეს კომპანია Google-ში.

მედიის ცნობით,ეს მოიცავს მასალებს, რომელიც კლიმატის ცვლილებას აფასებს სიცრუედ, თაღლითობად და უარყოფს, რომ ადამიანის საქმიანობა ხელს უწყობს გლობალურ დათბობას.