საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა საუდის არაბეთში ვიზიტი გადადო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა საუდის არაბეთში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსამსახურში განაცხადეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფონდის ხელმძღვანელი სტამბოლის საკონსულოში ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას დეტალურად ადევნებს თვალყურს.
„ინფორმაციის თავისუფლების უფლება ადამიანის უფლებებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია. ჩვენამდე საშინელი ცნობები მოდის. უახლოეს დღეებში, მოვლენების განვითარებას დეტალურად ვადევნებ თვალყურს“, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ინდონეზიაში გამართულ კონფერენციაზე.
ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს 2 ოქტომბერს ესტუმრა. მას შემდეგ ჟურნალისტი გაუჩინარდა.
ცოტა ხნის წინ ოფიციალურმა ანკარამ ერ-რიადი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში დაადანაშაულა. თურქეთში განაცხადეს, რომ შესაბამისი მტკიცებულებები გააჩნიათ.