ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე საუდის არაბეთის სასამართლომ ხუთ ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

14:04, 23.12.2019

საუდის არაბეთის სასამართლომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე ხუთ ადამიანს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მკვლელობის საქმეში მონაწილეობისთვის კიდევ სამ ადამიანს 24-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

საუდის არაბეთის სახელმწიფო პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობდა სამეფო სახლის მრჩევლის, საუდ ალ-ქაჰთანის წინააღმდეგაც, თუმცა აღნიშნული პიროვნება მოგვიანებით გაათავისუფლეს.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში, გასული წლის ოქტომბერში მოკლეს.

მსგავსი