ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე საუდის არაბეთის სასამართლომ ხუთ ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
საუდის არაბეთის სასამართლომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე ხუთ ადამიანს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მკვლელობის საქმეში მონაწილეობისთვის კიდევ სამ ადამიანს 24-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
საუდის არაბეთის სახელმწიფო პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობდა სამეფო სახლის მრჩევლის, საუდ ალ-ქაჰთანის წინააღმდეგაც, თუმცა აღნიშნული პიროვნება მოგვიანებით გაათავისუფლეს.
ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში, გასული წლის ოქტომბერში მოკლეს.