მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის საცოლე მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ სამართლიანობისთვის
მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის საცოლე მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ სამართლიანობისთვის

ასეთი განადგურებული არასდროს ვყოფილვარ, – ასე გამოეხმაურა მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის საცოლე ჰატიჯე ჯენგიზი ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის მიერ გავრცელებულ ანგარიშს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„ახლა დავიჯერე, რომ ის არასდროს დაბრუნდება“, – ამბობს ჯენგიზი და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ სამართლიანობისთვის.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2018 წლის ოქტომბერში სტამბოლში, საუდის არაბეთის საელჩოში მოკლეს. ჰატიჯე ჯენგიზი მკვლელობის დღეს ჯამალ ხაშოგს საელჩოსთან ელოდებოდა. ჟურნალისტი საუდის არაბეთის მთავრობის კრიტიკით გამოირჩეოდა.

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე თანხმობა საუდის არაბეთის პრინცმა გასცა.