დაპირისპირება ბერლინში გამართულ დემონსტრაციაზე

18:16, 15.11.2026

ბერლინში ახალგაზრდული მოძრაობა Gen Z Takes Charge-ის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. დემონსტრაციაში დაახლოებით 1 200 ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეები სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებას, განათლების დაფინანსების შემცირებასა და მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. პოლიციის ცნობით, აქციის მონაწილეთა ნაწილმა სამართალდამცველთა კორდონის გარღვევა სცადა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დემონსტრაციის დროს გამოიყენეს პიროტექნიკაც. დაშავებულია სამი პოლიციელი. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ სისხლის სამართლის 28 საქმე აღძრა. დემონსტრაციაზე უსაფრთხოების დასაცავად 700-მდე სამართალდამცველი იყო მობილიზებული.

მსგავსი