საუდის არაბეთის სასამართლომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
საუდის არაბეთის სასამართლომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საუდის არაბეთის სასამართლომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.

ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იყო სულ რვა პირი, კიდევ სამ მათგანს შვიდი და 10 წელი მიუსაჯეს.

სასამართლომ განაჩენი მას შემდეგ გამოიტანა, რაც მაისში ჟურნალისტის შვილმა განაცხადა, რომ მამის მკვლელებს პატიობს, მანამდე ამავე საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომა გამოიყენეს.

შეგახსენებთ, 59 წლის ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, რომელიც საუდის არაბეთის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა, 2018 წელს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. თურქეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ჟურნალისტი საკონსულოში მოკლეს, მისი ცხედარი კი, დაანაწევრეს და ისე გაიტანეს საკონსულოს შენობიდან. ცხედარი დღემდე არ არის აღმოჩენილი.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და ზოგიერთი დასავლური ქვეყნის ხელისუფლება აცხადებენ, რომ ჯამალ ხაშოგის მოკვლის ბრძანება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა გასცა.