ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან კავშირის გამო, საუდის არაბეთის 16 მოქალაქეს აშშ-ში შესვლა აეკრძალა

10:24, 09.04.2019
A man passes in front of a screen showing Jamal Khashoggi during a commemoration event of Khashoggi's supporters on November 11, 2018 in Istanbul. - US Secretary of State Mike Pompeo told Saudi Crown Prince Mohammed bin Salman on November 11, 2018 that the US will hold accountable all involved in killing a dissident Saudi journalist. (Photo by OZAN KOSE / AFP)        (Photo credit should read OZAN KOSE/AFP/Getty Images)

აშშ-მა საუდის არაბეთის 16 მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან კავშირის გამო ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. პომპეოს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ჟურნალისტის მკვლელობაში ამ პირების როლია.

2018 წლის ნოემბერში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ეკონომიკური სანქციები დაუწესა საუდის არაბეთის 17 მოქალაქეს, რომლებსაც უწყების ცნობით, ხაშოგის მკვლელობასთან აქვთ კავშირი. „შავ სიაში“ მოხვდნენ სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალური კონსული და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის ყოფილი მრჩეველი.

აშშ-ის მცხოვრები ჟურნალისტი, „ვაშინგტონ პოსტის“ თანამშრომელი ჯამალ ხაშოგი 2018 წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. მოგვიანებით ერ-რიადმა ჟურნალისტის მკვლელობა აღიარა.

მსგავსი