საუდის არაბეთის მთავრობა აშშ-ის დაზვერვის მოხსენებას, რომლითაც ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ოპერაციაზე თანხმობა საუდის არაბეთის პრინცმა გასცა, უარყოფს
საუდის არაბეთის მთავრობა აშშ-ის დაზვერვის მოხსენებას, რომლითაც ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ოპერაციაზე თანხმობა საუდის არაბეთის პრინცმა გასცა, უარყოფს

საუდის არაბეთის მთავრობა ამერიკის დაზვერვის მიერ გავრცელებულ მოხსენებას, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გატაცებისა და მკვლელობის ოპერაციაზე თანხმობა საუდის არაბეთის პრინცმა გასცა, უარყოფს.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამერიკის დაზვერვის მიერ მომზადებულ დასკვნაში არასწორი ფაქტებია მოყვანილი. მისი თქმით, საუდის არაბეთის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ დამნაშავეები სათანადოდ დასჯილიყვნენ.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2018 წლის ოქტომბერში სტამბოლში, საუდის არაბეთის საელჩოში მოკლეს. ჟურნალისტი საუდის არაბეთის მთავრობის კრიტიკით გამოირჩეოდა.