გაერო-ს გამოძიების თანახმად, არსებობს მტკიცებულება, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცია პასუხისმგებელი
გაერო-ს გამოძიების თანახმად, არსებობს მტკიცებულება, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცია პასუხისმგებელი

გაერო-ს გამოძიების თანახმად, არსებობს სანდო მტკიცებულება, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცია პასუხისმგებელი.

გაერო-ს სასამართლოსგარეშე აღსრულების გამომძიებელმა, აგნეს კალამარდმა ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, ჯამალ ხაშოგის მკვლელობა სასამართლოსგარეშე მკვლელობაა, რომელზეც პასუხისმგებლობა საუდის არაბეთს ეკისრება. აგნეს კალამარდის განცხადებით, მტკიცებულება მიუთითებს სასტიკ დანაშაულზე, რომელიც საუდის არაბეთის ხელისუფლების წევრებმა დაგეგმეს და განახორციელეს.

გაერო-ს გამომძიებელი ამბობს, რომ სასამართლო ექსპერტებთან ერთად წვდომა ჰქონდა „საშინელ აუდიოჩანწერებზე“, რომელიც თურქეთის სადაზვერვო სააგენტოს მიერ არის მოპოვებული.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში გასული წლის 2 ოქტომბერს მოკლეს.