საბა კვირკველია ჩემპიონობას უახლოვდება
საბა კვირკველია ჩემპიონობას უახლოვდება

რუსეთის პრემიერლიგაში 26-ე ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც საბა კვირკველიას მოსკოვის „ლოკომოტივმა“ ლიდერობა განიმტკიცა.

რუსული რკინიგზის გუნდი თანაქალაქელ მოსკოვის „დინამოს“ ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა და დაცვაში საიმედოდ თამაშით გუნდის გამარჯვებაში წვლილი შეიტანა.

„კრასნოდარმა“ კი ტულის „არსენალი“ 3:0 დაამარცხა. ორივე გუნდს ტრავმირებული ქართველები აკლდა: თორნიკე ოქრიაშვილი ჯერაც რეაბილიტაციას გადის და კრასნოდარელებს ვერ ეხმარება, ხოლო ტულელთა მცველი გია გრიგალავა წინა ტურში ისევ დაშავდა.

პეტერბურგის „ზენიტმა“ შინ გიორგი ლორიას მახაჩყალის „ანჟი“ 1:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მეკარე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

26 ტურის შემდეგ „ლოკომოტივმა“ 55 ქულა დააგროვა, სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე უშუალო კონკურენტ მოსკოვის „სპარტაკს“ 5 ქულა ასწრებს და ჩემპიონობას უახლოვდება.