პარკაძე ისევ არ ათამაშეს, ბერიაშვილის გუნდმა მოიგო #1TVSPORT
პარკაძე ისევ არ ათამაშეს, ბერიაშვილის გუნდმა მოიგო #1TVSPORT

ლუკა პარკაძის „ადმირამ“ ავსტრიის ჩემპიონატის მეორე ლიგაში გათამაშების ლიდერს, „სენტ პოლტენს“ უმასპინძლა, დაძაბული დაპირისპირება 2:2 დაასრულა. 18 წლის ქართველ ფეხბურთელი განაცხადში არ იყო.

„ადმირადან“ ერთ-ერთი გოლი მცველმა, გეორგ ტაიგლმა გაიტანა, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის ნაცნობი ფეხბურთელია – ვენის „რაპიდის“ ყოფილი ფეხბურთელი „ვოლფსბერგერში“ თამაშის დროს ლუკა ლოჩოშვილმა გადაარჩინა და ამისთვის ქართველი ფეხბურთელი ფიფა-მ საგანგებო პრიზით დააჯილდოვა.

უნგრეთის ჩემპიონატში ილია ბერიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა „მეზოკოვეშდში“, რომელმაც უნგრეთის ჩემპიონატში სტუმრად „კეჩკემეტი“ 2:0 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

საუდის არაბეთის პროფლიგაში საბა კვირკველიას „ალ ახდუდი“ „ალ ხალეჯთან” საშინაო შეხვედრაში 0:1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა.

ნიდერლანდების პირველ დივიზიონში „როდამ” 4:1 დაამარცხა „დენ ბოსხი“, სადაც შეცვლაზე (მე-80 წუთზე) გამოჩნდა შალვა ოგბაიძე.