აზერბაიჯანის შემდეგ საბა კვირკველია საუდის არაბეთში ითამაშებს #1TVSPORT
აზერბაიჯანის შემდეგ საბა კვირკველია საუდის არაბეთში ითამაშებს #1TVSPORT

საბა კვირკველია, რომელმაც ორიოდე დღის წინ ბაქოს „ნეფთჩი“ დატოვა, კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების 31 წლის მცველი ახალი სეზონიდან საუდის არაბეთის უმაღლესი ლიგის „ალ ოხდუდში“ ითამაშებს. მხარეებს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

„ალ ოხდუდმა“ გასული სეზონი საუდის არაბეთის მეორე ლიგაში მესამე ადგილზე დასრულა და ახალი სეზონიდან მთავარ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ბოლო ორი სეზონი აზერბაიჯანში, ბაქოს „ნეფთჩიში“ გაატარა. გამოცემა „აზერისპორტის“ ცნობით, კვირკველია ახალმა მწვრთნელმა, ადრიან მუტუმ გუნდიდან გაუშვა, თუმცა, როგორც გაირკვა, საბას ახალ გუნდში იწვევდნენ და მან „ნეფთჩი“ ამიტომ დატოვა.

1976 წელს დაარსებული „ალ ოხდუდი“ ქალაქ ნაჯრანის გუნდია, რომელიც საუდის არაბეთის სამხრეთ რეგიონშია. კლუბმა მესამედ მოიპოვა საუდის არაბეთის მთავარ ლიგაში თამაშის უფლება.