ქართული ლეგიონი | კვერნაძემ სერია A-ში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ითამაშა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი | კვერნაძემ სერია A-ში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ითამაშა #1TVSPORT

იტალიის თასზე ჩატარებული მატჩის შემდეგ, გიორგი კვერნაძე „ფროზინონეს“ შემადგენლობაში იტალიის სერია A-შიც გამოჩნდა „იუვენტუსის“ წინააღმდეგ დაპირისპირებაში, რომელიც ტურინელებმა 2:1 მოიგეს. „ფროზინონეს“ მწვრთნელმა 20 წლის ქართველი თადამსხმელი მოედანზე 79-ე წუთზე შეუშვა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. ზუსტად ორ წუთში დუშან ვლაჰოვიჩმა ეფექტური გოლი გაიტანა და ტურინელებს გამარჯვება მოუტანა.

სამწუხარო ფაქტია, რომ იტალიის სერია B-ში არც ერთ ქართველს არ უთამაშია. „კრემონეზემ“ შინ „მოდენა“ 4:0 დაამარცხა, მაგრამ ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგოთა შორის დარჩა, ისევე როგორც ივა გელაშვილი, რომლის „სპეციამ“ გასვლაზე „ჩიტადელასთნ“ 1:4 წააგო.

ნიდერლანდების პირველ დივიზიონში შალვა ოგბაიძის „დენ ბოსხმა“ „კამბურს“ 3:1 მოუგო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელ ძირითად შემადგენლობაში იყო, 89-ე წუთზე შეცვალეს და 7,8 ქულა დაიმსახურა. მეორე გოლი ოგბაიძის საგოლე პასით გავიდა – მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.

საუდის არაბეთის პროფლიგაში საბა კვირკველიას „ალ ახდუდმა“ „ალ შაბაბს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში „გაბალამ“ საკუთარ მოედანზე „საბაჰი“ 1:0 დაამარცხა. სტუმართა განაცხადში „ჯვაროსნების“ თავდაამსხმელი, დავით ვოლკოვი არ ყოფილა.