ლეგიონერები | გიორბელიძე კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო, საზონოვს და გულიაშვილს არ უთამაშიათ #1TVSPORT
საბა საზონოვის „ხეტაფემ“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. „ჯვაროსნების“ ცენტრალური მცველი ხოსე ბორდალასმა ზედიზედ მეოთხე მატჩში სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგმა“ ლა ლიგის ხუთეულში მყოფ „რეალ სოსიედადს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს არ უთამაშია.
გურამ გიორბელიძის „ერზრუმსფორი“ საშინაო არენაზე თურქეთის სუპერლიგის მე-12 ტურში „გიოზთეფესთან“ 0:1 დამარცხდა. გიორბელიძემ 79 წუთი ითამაშა, გუგეშაშვილი კი „გიოზთეფეს“ ძირითადი შემადგენლობიდან მოკვეთილია.
უნგრეთის ჩემპიონატში, მტკ-ს შემადგენლობაში, „პუშკაშ აკადემიასთან“ გასვლით მატჩში 90 წუთი ითამაშა ილია ბერიაშვილმა – მატჩი ქართველის გუნდმა 2:1 მოიგო. ასევე სრულად ითამაშა ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვიაში“, რომელმაც შინ „იაგელონიას“ 3:1 სძლია.