დეზირე დუემ მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების 21 წლის შემტევმა, დეზირე დუემ მძიმე ტრავმა მიიღო და, სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
პარიზული კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა. დუეს ნოემბრის ბოლომდე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.
ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა ლიგა 1-ის მე-12 ტურში, „ნიცასთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო. 39-ე წუთზე დუემ მუხლი დაიზიანა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. „პარი სენ-ჟერმენმა“ მატჩი 3:2 მოიგო.
კლუბს ფეხბურთელის დაბრუნების ზუსტი ვადა ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა, ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, დუე მოედანზე მომდევნო სეზონამდე ვერ დაბრუნდება.
ერთი თვის წინ „ბარსელონას“ წინააღმდეგ შეხვედრაში წინა ჯვარედინი იოგი ხვიჩა კვარაცხელიასაც გაუწყდა.
Communiqué médical concernant Désiré Doué.
➡️ https://t.co/IQFSmjMvT1@Aspetar https://t.co/EdvrjMnssX
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) November 22, 2026