ეროვნული ლიგა | ბათუმის „დინამომ“ კონკურენტი „რუსთავი“ დაამარცხა #1TVSPORT

22:03, 21.11.2026

ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ერთ-ერთ კონკურენტს, „რუსთავს“ უმასპინძლა და საჩემპიონო ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა – 2:1.

33-ე ტურის დაპირისპირებაში 55-ე წუთზე „რუსთავი“ დაწინაურდა. სტუმართა შეტევა ეფექტური დარტყმით ლუკა პარკაძემ დაასრულა. 79-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა სტუმართა ლეგიონერ დავიდ ოლივეირას, მოედნიდან გააძევა და „რუსთავის“ კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ნიკა კალანდარიშვილმა გოლად გარდასახა. მასპინძლებს გამარჯვება 90+2-ე წუთზე უერდი მარამ მოუტანა.

33 ტური შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 62 ქულა დააგროვა და პირველადგილოსან „იბერიასთან“ (63) ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო „რუსთავი“ (56) მეოთხე პოზიციაზე დარჩა.

ეროვნული ლიგა
თ
გ
ფ
წ
ბშ
ქ
  • 1
    იბერია 1999 (თბილისი) იბერია 1999 (თბილისი)
    34
    19
    6
    9
    14
    63
  • 2
    დინამო (ბათუმი) დინამო (ბათუმი)
    33
    18
    8
    7
    17
    62
  • 3
    დინამო (თბილისი) დინამო (თბილისი)
    33
    16
    11
    6
    20
    59
  • 4
    რუსთავი რუსთავი
    33
    16
    8
    9
    11
    56
  • 5
    ტორპედო (ქუთაისი) ტორპედო (ქუთაისი)
    33
    11
    11
    11
    9
    44
  • 6
    დილა (გორი) დილა (გორი)
    33
    13
    4
    16
    1
    43
  • 7
    სამგურალი (წყალტუბო) სამგურალი (წყალტუბო)
    33
    11
    6
    16
    -15
    39
  • 8
    სპაერი (თბილისი) სპაერი (თბილისი)
    34
    6
    14
    14
    -11
    32
  • 9
    გაგრა გაგრა
    33
    6
    13
    14
    -19
    31
  • 10
    მეშახტე (ტყიბული) მეშახტე (ტყიბული)
    33
    4
    11
    18
    -27
    23

მსგავსი