ოფიციალურად – კახაბერ ცხადაძე „ლიეპაიის“ მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT

22:08, 21.11.2026

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ „ლიეპაია“ ჩაიბარა – ინფორმაციას ლატვიური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„მოხარულნი ვართ, ოფიციალურად გაცნობოთ, რომ „ლიეპაიის“ მთავარ მწვრთნელად ცნობილი სპეციალისტი კახაბერ ცხადაძე დაინიშნა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლიეპაიაში.

ცხადაძე ფეხბურთის სამყაროში გამორჩეული ფიგურაა. 58 წლის ქართველ სპეციალისტს ბრწყინვალე სათამაშო კარიერა ჰქონდა და უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა – ის ზედმიწევნით კარგად იცნობს უმაღლესი დონის პროფესიულ ფეხბურთს. კარიერის განმავლობაში, მცველი არაერთ ცნობილ კლუბში გამოდიოდა, მათ შორის ფრანკფურტის „აინტრახტში“ (გერმანია) და „მანჩესტერ სიტიში“ (ინგლისი).

„ლიეპაიაში“ გადმოსვლამდე კახაბერ ცხადაძე აზერბაიჯანულ კლუბ „გაბალაში“ მუშაობდა.

ახალი მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი ასისტენტი დენის ივანოვსი იქნება, რომელმაც „ლიეპაია-2“ პირველ ლიგაში დააწინაურა. ის უკვე დიდი ხანია, ლიეპაიას ფეხბურთის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა“, – წერია საფეხბურთო კლუბ „ლიეპაიის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

მსგავსი