„ვილიარეალი“ „ბარსელონასთან“ დამარცხდა – მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო #1TVSPORT

19:11, 22.11.2026

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ლა ლიგის ლიდერს, „ბარსელონას“ ესტუმრა, მატჩის დასაწყისში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და 2:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 86 წუთი ითამაშა. „ვილიარეალმა“ თამაში იდეალურად დაიწყო და ბუქენანისა (5) და ოლივასეის (7) გოლებით დაწინაურდა. 23-ე წუთზე ლამინ იამალმა პენალტი ვერ გამოიყენა და „ბარსელონამ“ პირველი ტაიმი 0:2 წააგო.

კატალონიელებმა მეორე ნახევარში ტემპს მოუმატებს და მარტინის (57), ფერმინისა (61) და ნავაროს ავტოგოლის (67) შემდეგ თამაში შემოატრიალეს.

„ვილიარეალი“ 15 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.

მსგავსი