გიორგი ქოჩორაშვილის საუკეთესო თამაში ლა ლიგაში – „სევილიამ“ „ბეტისთან“ ბოლო წუთებზე გაათანაბრა #1VSPORT`

23:39, 21.11.2026

გიორგი ქოჩორაშვილმა საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა „სევილიაში“, რომელმაც შინ ერთ-ერთ ლიდერს, „ბეტისს“ უმასპინძლა და თამაში ბოლო წამებზე გადაარჩინა – 1:1.

„ჯვაროსნების“ ნახევარმცველი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც „ბეტისი“ ანტონის გოლით (50-ე წუთზე) იგებდა. ქოჩორაშვილმა „სევილიის“ თამაში აშკარად გამოაცოცხლა, მასპინძლებმა შეტევები გაამწვავეს და ქართველის მონაწილეობით 90-ე წუთზე კიკე სალასმა წონასწორობა აღადგინა.

ლა ლიგაში გამართული 13 ტურის შემდეგ „სევილიამ“ 19 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა.

მსგავსი