ლეგიონერები | კვერნაძის „ფროზინონე“ „მილანმა“ დაამარცხა, „უდინეზეში“ ჩაკვეტაძეს არ უთამაშია #1TVSPORT
სერია A-ს მე-12 ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „სან-სიროზე“ „მილანს“ ესტუმრა და 1:5 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 62 წუთი ითამაშა. გიორგიმ განავითარა შეტევა, რომლითაც „ფროზინონემ“ 25-ე წუთზე სხვაობა (1:2) შეამცირა, მაგრამ მილანელებმა ამის შემდეგ კიდევ სამი ბურთი გაიტანეს და სტუმრებს შანსი არ დაუტოვეს.
გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზე“ „ბოლონიას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს არ უთამაშია.
12 ტურის შემდეგ „ფროზინონე“ 20 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო „უდინეზე“ (6) მე-19 პოზიციას იკავებს.