ლეგიონერები | გაგუამ თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო, მერე ტრავმის გამო შეცვალეს #1TVSPORT
ცოტნე კაპანაძისა და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედამ“ სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში „კომარნო“ საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა.
გაგუას თამაშამდე თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცეს, მატჩი კი მისთვის უიღბლო გამოდგა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. 24-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, ამ ეპიზოდში ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. ტრავმისგან მომჯობინებული ცოტნე კაპანაძე კი თამაშში 37-ე წუთიდან ჩაერთო.
ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილი გრაცის „შტურმი“ „ალტახს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. კიტეიშვილი ტრავმირებულია, მამაგეიშვილი კი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა.