ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ MLS-ის პლეიოფში „კოლამბუსთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა [ვიდეო]#1TVSPORT
ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) პლეიოფის პირველ რაუნდში ლიონელ მესის „ინტერ მაიამიმ“ საკუთარ მოედანზე „კოლამბუს კრუს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.
სტუმრებმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს – გონსალო ტაპიამ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა. 36-ე წუთზე „ინტერ მაიამის“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც გონსალო ლუხანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლები მოედანზე ათი ფეხბურთელით დარჩნენ.
მეორე ტაიმში „კოლამბუსმა“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 52-ე წუთზე თავი ტაჰა ჰაბრუნემ გამოიჩინა, ხოლო ექვს წუთში ტაპიამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ლიონელ მესიმ შეხვედრა სრულად ჩაატარა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. არგენტინელმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ სტუმართა მეკარემ, პატრიკ შულტემ მისი დარტყმები მოიგერია. პირველი ტაიმის მიწურულს მესიმ ყვითელი ბარათიც მიიღო, როდესაც ბურთი მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, გონსალო ტაპიას სახეში მოარტყა.
ამრიგად, MLS-ის მოქმედი ჩემპიონი „ინტერ მაიამი“ სამმატჩიან სერიაში 0:1 ჩამორჩა. გუნდებს შორის მეორე შეხვედრა 27 ნოემბერს, კოლამბუსში გაიმართება. მორიგი მარცხის შემთხვევაში მესის გუნდი ტურნირს გამოეთიშება.