დიეგო სიმეონეს ლა ლიგის ისტორიაში მწვრთნელებს შორის ყველაზე მეტი მოგება დაუგროვდა #1TVSPORT

11:31, 23.11.2026

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა და ლა ლიგაში ყველაზე მეტი გამარჯვების მქონე მწვრთნელი გახდა.

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში არგენტინელი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა „ხეტაფე“ 3:0 დაამარცხა.

სიმეონეს ლა ლიგაში ჩატარებულ 567 მატჩში 345 გამარჯვება დაუგროვდა, რითაც ლუის არაგონესს გადაასწრო, რომელსაც 757 შეხვედრაში 344 მოგება ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ სიმეონემ ყველა გამარჯვება მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოიპოვა, მაშინ როდესაც არაგონესი ესპანეთის ჩემპიონატში რვა სხვადასხვა გუნდს ხელმძღვანელობდა.

56 წლის არგენტინელი „ატლეტიკოს“ 2011 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით მადრიდულმა კლუბმა ესპანეთის ჩემპიონატი ორჯერ – 2014 და 2021 წლებში მოიგო.

მსგავსი