კვირკველიას ავტოგოლი და ასისტი საუდის არაბეთის ჩემპიონატში - ხორხელი „ბეითარის“ სასტარტო შემადგენლობაში დააწინაურეს #1TVSPORT
კვირკველიას ავტოგოლი და ასისტი საუდის არაბეთის ჩემპიონატში - ხორხელი „ბეითარის“ სასტარტო შემადგენლობაში დააწინაურეს #1TVSPORT

საბა კვირკველიამ საუდის არაბეთის პროფესიონალურ ლიგაში გამორჩეული თამაში ჩაატარა, რომელიც ჯერ ცუდად დაიწყო, მაგრამ შემდეგ საქმე თავად გამოასწორა და „ალ-ახდუდს“ „ალ-აჰლის“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:2.

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრა საქართველოს ნაკრების მცველმა „ალ-ახდუდის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ მაღალი შეფასება, 7,2 ქულა მიიღო.

ქართველის გუნდი 25-ე წუთზე დაწინაურდა. „ალ-აჰლიმ“ კი შვიდ წუთში წონასწორობა აღადგინა – ბურთი კვირკველიამ საკუთარ კარში ჩაჭრა. Თუმცა საბამ გადამწყვეტ მომენტში საგოლე შეტევა განავითარა – მისი საგოლე გადაცემით 59-ე წუთზე კამერუნელმა თავდამსხმელმა, ლეანდრე ტავამბამ მეტოქის კარი აიღო და „ალ-ახდუდს“ გამარჯვება მოუტანა – 3:2.

ისრაელის ლიგატ ჰაალში კი „ბნეი სახნინმა“ ნიკა ხორხელის „ბეითარი“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ახალაგზრდული ნაკრების ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა სტუმართა ძირითად შემადგენლობაში პირველად (90 წუთი) ითამაშა, ყვითელი ბარათი მიიღო და 6,8 ქულა დაიმსახურა.