ქართველი მცველების გოლები - კვირკველია „ალ ახდუდს“ დაეხმარა, ტაბიძემ „პანტელიკოსი“ ლიგაში დატოვა #1TVSPORT
ქართველი მცველების გოლები - კვირკველია „ალ ახდუდს“ დაეხმარა, ტაბიძემ „პანტელიკოსი“ ლიგაში დატოვა #1TVSPORT

საბა კვირკველიასა და ჯიმი ტაბიძისთვის კლუბებში გატარებული ბოლო ტურის მატჩები წარმატებული გამოვიდა.

კვირკველიამ თავი საუდის არაბეთის ჩემპიონატში გამოიჩინა და „ალ ახდუდს“ უშუალო კონკურენტის, „აბჰას” დამარცხებაში დაეხმარა – 4:0. საუდის არაბეთის პროფესიული ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში ქართველი მცველი მოედანზე 23-ე წუთზე შევიდა.

საბამ მე-40 წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ ანგარიში გახსნა. ეს საბასთვის პირველი გოლია საუდის არაბეთში.

საბერძნეთის სუპერლიგაში კი „პანეტოლიკოსმა“ „ატრომიტოსი“ 1:0 ჯიმი ტაბიძის გოლით დაამარცხა. ქართველმა მცველმა მეტოქეს 53-ე წუთზე გაუტანა, რაც მისთვის საბერძნეთში სადებიუტო გოლი იყო. ამ გამარჯვებით ტაბიძის გუნდმა სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა.