გერმანელი ჟურნალისტი ჰაიო ზეპელტი - რუსულ სპორტში დისკვალიფიკაციების ახალი ტალღა იქნება
რუსულ სპორტში დოპინგის შესახებ ფილმების ავტორმა, ცნობილმა გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაიო ზეპელტმა „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაციების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება.
„ბევრი ვერ აცნობიერებს ამას, იქნება უფრო მეტი ინფორმაცია რუსეთის შესახებ. ველოდები კოლოსალურ შედეგებს. დოპინგი რუსეთში წლების განმავლობაში: 9 ათასი (!) დადებითი სინჯი, 4500 სპორტსმენის საქმეს საქმეს იძიებს 60 საერთაშორისო ფედერაცია. ველოდები დისკვალიფიკაციების დიდ ტალღას“, – წერს ზეპელტი.
ამ კვირას ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, 2011 წლიდან მოყოლებული, ორგანიზაციის პრეზიდენტმა ანდერს ბესებერგმა რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის მიღების 65 ფაქტი დამალა. საქმეს ავსტრიის პოლიცია იძიებს.